ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტში ბენდი „კანუდოსი“​ კონცერტს გამართავს

ბენდი “კანუდოსი” გორის უნივერსიტეტის I კორპუსის შიდა ეზოში სოლო კონცერტს გამართავს.

კონცერტზე ბენდი ახალ კომპოზიციას შეასრულებს.

“ეს არის ერთგვარი მონატრება მსმენელების, ამიტომ დასწრება თავისუფალია, რაც მეტი ადამიანი მოვა მით უკეთესი, ერთი სიახლე იქნება მხოლოდ, ახალი კომპოზიცია მესამე ალბომიდან” – ამბობს ნიკო ღვინიაშვილი

ღონისძიება 9 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.