ახალი ამბები

სპეცოპერაცია გორში – დაკავებულია 5 პირი 



გორში სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარე და 5 პირი დააკავეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანიამ “მთავარი” გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, 5 პირი  ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. 

დაკავებულები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მიიყვანეს. სპეცოპერაცია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

სპეცოპერაციაში მონაწილეობას რუსთაველი და გორელი სამართალდამცავები იღებდნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.