ახალი ამბები

გორის საკრებულოს წევრს კოტეჯის ფასადის შეღებვა ევროკავშირის დროშის ფერებში სურს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ერგნეთში, საკუთარი კოტეჯის ერთ კედელს ევროკავშირის დროშის ფერებში შეღებავს. ინიციატივა მას შემდეგ გააჟღერა, რაც დედაქალაქში განვითარებული მოვლენების დროს ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს.

“ესაა პროტესტის ჩემებური გამოხატვის ფორმა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დროშის ხელყოფის პასუხად. კოტეჯი ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის, დანიის სახელმწიფოს მიერ, ევროკავშირის დაფინანსებითაა აშენებული, სადაც დროებითი თავშესაფარია, რომელიც, აგრესორი რუსეთის მიერ, ომის შედეგად დამწვარი სახლის სანაცვლოდ აშენდა. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია და მოვალეობაა. ამიტომაც ვიწვევ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოხატავს კედელს ევროკავშირის დროშისფრად”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ლია ჩლაჩიძემ.

ინფორმაციისთვის, ლია ჩლაჩიძეს სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხალისეები უკვე გამოეხმაურნენ, შესაბამისად, ის აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.