ახალი ამბები

სექსისტური მიმართვის გამო, საკრებულოს წევრები ირმა ამბარდნიშვილს სოლიდარობას უცხადებენ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილი ირმა ამბარდნიშვილს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ სექსისტური მიმართვები და შეურაცხყოფა მათთვის მიუღებელია.

ზოგიერთი მათგანი საჭიროდ თვლის, რომ საკრებულოს თავმდჯომარემ ირმა ამბარდნიშვილს, მიყენებული შეურაცხყოფის გამო, ბოდიში მოუხადოს. თუმცა საკრებულოს წევრები ნაწილი ფიქრობს, რომ შეურაცხყოფის მიყენებასა და სექსისტურ მიმართვაში თავად ამბარდნიშვილია დამნაშავე.

ბექა ქორჩილავა

“რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ ირმა ამბარდნიშვილს და პროტესტის ნიშნად, დავტოვე დარბაზი. “ქართული ოცნების” აგრესულ წარმომადგენლებს, არც კი გაუჩნდათ იმის განცდა, რომ ქალბატონს მიაყენეს შეურაცყოდა. ვგმობ, ყველანაირ ძალადობას და შეურაცხყოფას”.

პაპუნა კობერიძე

საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართავ, მოვიწვიოთ ის ქალბატონი და ბოდიში მოვუხადოთ. ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”.

თამარ კოდოშვილი

“მე, როგორც ქალი, სოლიდარობას ვუცხადებ ირმას, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ სხდომათა დარბაზი დამეტოვებინა, ფაქტი ცუდია, მაგრამ პროვოცირება ირმამ მოახდინა”.

მამუკა ფანიაშვილი

ჩემი სოლიდარობა ირმას, თუმცა მისი მხრიდანაც იყო გადაცდომა. საკრებულოს თავმჯდომარეს ასეთი სიტყვები არ უნდა დაეხარჯა. მე ყველა ქალს და იმ ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვინც დისკრიმინაციას განიცდის.”


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა.

“შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა”, – ამ სიტყვებით მიმართა დავით რაზმაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს.

სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა საკრებულოს დარბაზი დატოვა და რადიო “მოზაიკასთან” განაცხადა:

“აღარ დავესწრები საკრებულოს სხდომებს და დღევანდელ ამ შეურაცხყოფაზე მივმართავ პროკურატურას”.

საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება გუბერნიის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯის ლიმიტის გაზრდაზე მსჯელობას მოჰყვა. ირმა ამბარდნიშვილი ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგი იყო. მის პოზიციას კი მმართველი პარტიის დეპუტატები არ იზიარებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.