ახალი ამბები

ნიქოზში „ანჩისხატის“ სოლოკონცერტი ჩატარდება

“ხალხური საღამოები” – ასე ჰქვია ფესტივალს, რომელსაც ფოლკლორის ცენტრი მართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი უკვე დაიწყო და ის რამდენიმე მუსიკალურ ღონისძიებას მოიცავს.

“ფესტივალის ფარგლებში, ნიქოზს ესტუმრება ანსამბლი ,,ანჩისხატი” და სოლოკონცერტს გამართავს”, – ამბობენ ორგანიზატორები.

ნიქოზში კონცერტი 11 ივლისს 13:00 საათზე დაიწყება და რეზიდენციაში ჩატარდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.