ახალი ამბები

გორის საკრებულოს წევრს გირაოს გადახდა დაეკისრა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. მისი უფლებადამცველის, თამარ თედლიაშვილის განმარტებით, გირაოს თანხა 20 000 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე კახა ბურჯანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება. გირაოს თანხის გადახდა კი ორი კვირის ვადაში უნდა მოხდეს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 9 ივლისს დააკავეს. “ევროპული საქართველოს” წევრს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. პროკურატურა კი მის პატიმრობას ითხოვდა.

“კახა ბურჯანაძე არის ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს წევრი. მისი განთავისუფლება საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამასთან ის არის შშმ პირი და სჭირდება გეგმიური ოპერაცია. საპატიმროში დატოვება დაამძიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სწორედ ეს იყო ჩვენი არგუმენტი, რის შედეგადაც მოსამართლემ გირაოს დაკისრების გადაწყვეტილება მიიღო. უძრავი ქონება უნდა დავაყადაღოთ და ასე მოხდება გირაოს თანხის უზრუნველყოფა”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები