ახალი ამბები

გორელი მწერალი, ვაჟა შაქარაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა 



გორელი მწერალი, გორის საპატიო მოქალაქე ვაჟა შაქარაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

“ერის მამის – ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია ენით ვერთქმული უდიდესი პატივი, საპატიო ტვირთია ჩემთვის, ის დაფნის გვირგვინი, სიყვარული, აღიარება, რაც თქვენგან ვიგრძენი, წილად მხვდა, მერგო! ნავის აფრას ქარი სჭირდება, ჩვენ -ერთმანეთი! მადლობა თქვენდა, ძვირფასო მეგობრებო!”, – წერს ვაჟა შაქარაშვილი. 

ჯილდო მას, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცა. 

“გულითადად ვულოცავ მას ამ საპატიო ჯილდოს და მომავალში უფრო მეტ წარმატებას, ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებ”, – განაცხადა გორის მერმა. 

ვაჟა შაქარაშვილი მწერალი და პუბლიცისტი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. მინიჭებული აქვს “ღვაწლმოსილის” საპატიო წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.

დატოვეთ კომენტარი