ახალი ამბები

გორში, გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი დაიწყო 

გორში, ავტობუსის გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი დაიწყო. 

რადიო “მოზაიკა” ორი დღის წინ დაინტერსდა, როდიდან გამოჩნდებოდა გაჩერებებზე ტაბლოები. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ “მონტაჟი მალე დაიწყებოდა”, თუმცა ზუსტ დროზე არ უსაუბრიათ. 

ინფორმაციისთვის, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი თებერვლიდან ამუშავდა. 30 ავტობუსის შესაძენად გორიამ მერიამ 10 წლიანი სესხი აიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.