ანალიტიკა / გამოძიება

ტრანსპორტის სააგენტო 1 წლისაა – რა მივიღეთ გორში მე-11 ა(ა)იპ-ის მუშაობით?

მეორე წელია, გორის მუნიციპალიტეტის მერიას თანხების გათვალისწინება ტრანსპორტის სააგენტოსთვისაც უწევს. რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში ტრანსპორტის სააგენტომ – რადიო „მოზაიკა“ გთავაზობთ მუნიციპალური ა(ა)იპ-ის საქმიანობის ერთწლიან ისტორიას მოკლედ:

2020 წელი, ივლისი

გორის მერიამ შექმნა ტრანსპორტის სააგენტო

2020 წელს, ახალი მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენდა.

ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ზურაბ ჯირკველიშვილი დაინიშნა

ამის შემდეგ, დაიწყო ტრანსპორტის სააგენტოში ადამიანების დასაქმება.

2020 წელი, ივლისი
2020 წელი, ოქტომბერი

ახალი ავტობუსების შესაძენად გორის მერიამ 10-წლიანი სესხი აიღო

30 ავტობუსის შესაძენად, გორის მერიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 3,292,633 ევროს ოდენობის სესხი აიღო.

განისაზღვრა სააგენტოს საშტატო ნუსხა

სააგენტოს 14 შტატიანი და 154 შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს.

2020 წელი, ნოემბერი
2021 წელი, იანვარი

დამტკიცდა ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტი

ბიუჯეტის ოდენობამ 1 მლნ 600 ათასი ლარი შეადგინა.

მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტები დამტკიცდა

თავდაპირველად, ავტობუსები 10 მარშუტით მოძრაობდნენ, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად, მარშრუტები რამდენჯერმე შეიცვალა.

2021 წელი, თებერვალი
2021 წელი, თებერვალი

ქალაქში ახალმა ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა

ივნისამდე, ავტობუსებით სარგებლობის ხარჯს სრულად გორის ბიუჯეტი ფარავდა.

ახალი ავტობუსებით სარგებლობა ფასიანი გახდა

ავტობუსით სარგებლობის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.

2021 წელი, ივნისი
2021 წელი, ივლისი

დაიწყო საინფორმაციო ტაბლოების დამონტაჟება

“თიბისი” ბანკმა, რომელთანაც მერია თანაშრომლობს, მოსაცდელებთან საინფორმაციო ტაბლოების დამონტაჟება დაიწყო.

“2021 წლის თებერვლიდან გორის მოსახლეობას ემსახურება ევროპული სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც აღჭურვილია ვენტილაციის თანამედროვე სისტემით, ასევე სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. დავნერგეთ გადახდის ელექტრონული სისტემა ავამოქმედეთ ცხელი ხაზი გორის მოსახლეობის ინფორმირებისთვის. ჩვენი მძღოლები და კონტროლიორები უზრუნველვყავით სპეციალური სამუშაო ფორმებით ჩვენს ავტობუსებში დაცულია უსაფრთხოების ნორმები, რათა მოქალაქეებმა იმგზავრონ მშვიდად და კომფორტულად”, – აცხადებენ სააგენტოში.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმ სესხის შესახებ, რომელიც გორის მერიამ სწორედ აღნიშნული ტრანსპორტისტვის აიღო და რომელიც მუნიციპალიტეტმა 10 წელში უნდა დაფაროს.

ტრანსპორტის სააგენტოს დაარსების დღიდან ამ დრომდე 5 ტენდერი აქვს გამოცხადებული, მათ შორის უნიფორმების, ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე. ასევე გამარტივებული წესით შეიძინა მუნიციპალური ტრანსპორტის პერიოდულ რეცხვის მომსხურება.

გარდა აღნიშნულისა, 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის 2 მლნ 100 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

მიუხედავად მილიონობით თანხების ხარჯვისა და 10-წლიანი სასესხო ვალდებულებისა, მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მაინც ხშირად ისმის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.