ახალი ამბები

18 წლის ბიჭის ცემისთვის ბიზნესმენის დაკავებული შვილის სასამართლოები სექტემბრამდე გადაიდო

18 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებული თ.კ.-ს სასამართლო პროცესები სექტემბრამდე გადაიდო.

“დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა არ დასრულებულა, სასამართლო პროცესები სექტემბერშია გადატანილი”, – განმარტავენ სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ თ.კ. იმ მიზეზით, რომ მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა, სასამართლომ მარტის თვეში გაათავისუფლა. მაშინ დაცვის მხარის ადვოკატებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ თავისი მასალების გამოკვლევას თვენახევარი, მაქსიმუმ 2 თვე დასჭირდებოდა, თუმცა მას შემდეგ, 4 თვე გავიდა და განაჩენი აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე არ დამდგარა.

ინფორმაციისთვის, ცნობილი სპორტსმენის და ბიზნესმენის შვილი თ.კ. 18 წლის ბიჭის ცემისთვის, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა, 2020 წლის ივნისის თვეში დააკავეს და 9 თვის შემდეგ, გაათავისუფლეს.

აღნიშნულ დანაშაულში თ.კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას პატიმრობა ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები