ახალი ამბები

გიორგი კანდელაკმა გორში ტელევიზია დააფუძნა

მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი კანდელაკმა გორში ახალი ტელევეიზია “სეზონი ტვ” დააფუძნა.

შპს მიმდინარე წლის მარტშია რეგისტრირებული და მის 100%-იანი წილის მესაკუთრედ გიორგი კანდელაკი ფიქსირდება.

კომპანიის ფაქტიური მისამართი სოფელი ვარიანია, თუმცა როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ოფისი გორში, ცაბაძის ქუჩაზეა განთავსებული.

ტელევიზიას ამ ეტაპზე 10-მდე თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის არიან გორის მერიის ა(ა)იპ-ების ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები.

ტელევიზიის წარმომადგენელი ლევან ბაგრი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, რომ გორს დღეს ხარისხიანი მედიაპროდუქტი სჭირდება.

“გვინდა ხარისხიანი მასალები შევთავაზოთ მაყურებელს. ვგეგმავთ ასევე პოლიტიკურ თოქ-შოუებსაც არა მხოლოდ საარჩევნოდ, არამედ ინტენსიურად. ეს ტელევიზია კანდელაკისაა და ჯერჯერობით აქ მხოლოდ მეგობრები მუშაობენ. სათანამშრომლოდ განვიხილავთ ახალ კადრებსაც. ვმაუწყებლობთ როგორც ინტერნეტში, ისე სხვა ოპერატორების ქსელში. ჯერჯერობით “სილქნეტთან” არსებობს ამის პრობლემა და ვფიქრობთ, მალე ეს საკითხიც მოწესრიგდება”.

ინფორმაციისთვის, საკაბელო ტელევიზიას ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე გადაცემა და საინფორმაციო გამოშვება აქვს წამყვანის გარეშე, სადაც ძირითადად კანდელაკის ორგანიზაციის “ერთად ძლიერი საქართველოსთვის” აქტივობები შუქდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.