ახალი ამბები

გორში კალიების მომრავლების ფაქტს სურსათის სააგენტო სწავლობს

გორში კალიები მომრავლდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში მამუკა ლომსაძე ფიქრობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა მეურნეობაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

მისივე ინფორმაციით, ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს.

“სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ადგილზე შეისწავლეს მდგომარეობა. იყვნენ, როგორც ტინისხიდის მიმართულებით, ასევე სკრის მიმართულებით. სიტუაციის შესწავლის შემდეგ, სპეციალისტები იტყვიან რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაზე ნეგატიური გავლენის რისკები შემცირდეს” , – განაცხადა მამუკა ლომსაძემ.

გასული წლის მონაცემებით, იტალიური და მოროკოული კალიის ექსპანსიამ საქართველოში 72 000 ჰექტარი მოიცვა, მაშინ როდესაც გასულ წლებში, მავნებლის გავრცელების არეალი 20 000 – 30 000 ჰექტარს არ აღემატებოდა.   

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.