ახალი ამბები

გორში, 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მშობელმა ტესტი ბავშვს ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაუტარა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მას covid-19 ჰქონდა.

აღსაზრდელის დედაც იმავე საბავშვო ბაღში მუშაობს, რომელსაც ტესტი ამ წუთებში უტარდება.

ჯგუფი, სადაც ბავშვი ირიცხება, დაიხურა. ტესტი უტარდებათ საბავშვო ბაღის სხვა თანამშრომლებსაც.

“გუშინ საღამოს ვერ იყო ბავშვი კარგად, დაბალი სიცხე აღენიშნებოდა. გავუშვით დედა ბავშვთან ერთად სახლში და დღეს დილით აღმოჩნდა, რომ ბავშვს, რომელიც 2 წლისაა, კორონავირუსი დაუდასტურდა. თუ დედას არ აღმოაჩნდა ვირუსი, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას”, – ამბობს ბაღის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მუშაობას 24 ივლისს ასრულებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.