ადამიანები ისტორიები

რეკორდსმენი სპორტსმენი გორიდან – გიორგი მუჯარიძის ისტორია

23 წლის არის, ყველა ასაკობრივ ატეგორიაში რეკორდსმენი სპორტსმენია, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2019 წელს სწორედ მან მიიღო ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი და ტოკიოს ოლიმპიადაზეც მიემგზავრება – ეს გიორგი მუჯარიძეა – მძლეოსანი და ბირთვისმკვრელი.

გიორგი ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა გორში აღმოაჩინა, თუმცა აქ განვითარებისთვის არასაკმარისი პირობების გამო, ვარჯიში ვეღარ გააგრძელა და თბილისში გადაინაცვლა.

“გორში არ არის ვარჯიშის და წარმატების არანაირი პირობა და რადგან საქართველოში, მხოლოდ თბილისშია ვარჯიშის გაგრძელების და შესაბამისად, წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, იქ გავაგრძელე”.

ამ ეტაპზე ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადება და იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს.

“25 ივლისს, ერთი კვირით ადრე მივფრინავთ ტოკიოში. ნაკრები ჯგუფებად დაიყო პანდემიის გამო. 3 აგვისტოს მაქვს საკვალიფიკაციო გამოსვლა და ხუთ რიცხვში -ფინალური ეტაპი. მაქვს დიდი მოლოდინები. მე ძალისხმევას არ დავიშურებ, რო მაქსიმალური შედეგი დავდო და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ვასახელებ”.

გიორგი მუჯარიძე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის მძლეოსნობის სექციის აღზრდილია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები