ახალი ამბები

გორში, “ნაციონალური მოძრაობა” სიის მე-2 ნომრად ანა ბალიაშვილს წარადგენს

თვითმმართველობის არჩევნებზე გორში “ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-2 ნომერი ანა ბალიაშვილი იქნება.

პარტიის რეგიონალური წარმომადგენლის, ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, ათეულს ოპოზიციური პარტია გორში უახლოეს დღეებში დაასახელებს, რომლებიც პარალელურად, შესაბამის ოლქებში მაჟორიტარობისთვისაც იბრძოლებენ.

სიაში “ნაციონალური მოძრაობიდან” ახალი სახე, სამოქალაქო აქტივისტი ანა ბალიაშვილი იქნება. რაც შეეხება ათეულს, უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებთ. თითოეული მათგანი მაჟორიტარობისთვისაც იბრძოლებს შესაბამის ოლქებში”, – უთხრა რადიო მოზაიკას” ბადრი ბასიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სიის პირველი ნომერი საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ბექა ქორჩილავა იქნება.

რადიო “მოზაიკას”ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” სიის შემადგენლობაში სხვა გორელი სამოქალაქო აქტივისტებიც იქნებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.