ახალი ამბები

გორის სამკერვალო საწარმომ ევროპის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა

გორის სამკერვალო საწარმო “ლიდერი” ევროპის ფონდის კონკურსის გამარჯვებული გახდა. წარმატების მოპოვება მან თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის აქტიური მენტორინგის და კონსულტაციის დახმარებით შეძლო. სამკერვალო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და დანერგა ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკა. 2020 წელს საწარმო გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი. სამკერვალომ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის 12 ქალი დაასაქმა.კონკურსში გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტი 52 ათას165 ლარია.

ჩვენი საწარმოს მთავარ მიზნის, სოციალურად დაუცველი ქალების გაძლიერება წარმოადგენს, რასაც უკვე 5 წელია ვახორციელებთ. დავიწყეთ სამკერვალო ნარჩენის გადამუშავებაც. 2021 ის წელია, სადაც დღე-ღამეში 20 საათიანი მუშაობა დაგვიფასდა და ორგანიზაციების: CENN , Europe Foundation – ევროპის ფონდის, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, GEclose2EU-ს ფინანსური მხარდაჭერით და Spark -სპარკის გვერდში დგომის შედეგად, გავაფართოვეთ საწარმო, სადაც დამატებით შეიქმნა 14 ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმებულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. საწარმოში დასაქმებულია სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული პირები და ე.წ.გამყოფ ზოლთან მაცხოვრებელი უძლიერესი, უმაგრესი და საუკეთესო ქალები. ცხოვრებაში რაც არ უნდა გავაკეთო, ამ ქალების გაძლიერება, ჩემი რეგიონის განვითარებაში მცირე წვლილის შეტანა, გარემოზე ზრუნვა და ნარჩენის შემცირება არის ის, რისთვისაც ნამდვილად ღირდა ყველა ღამის გათენება და ტირილამდე გადაქანცვა”, – ამბობს საწარმოს წარმომადგენელი, ნინო გიორგაძე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.