ახალი ამბები

გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა

გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა.

თამაშები რუსეთის ქალაქ ყაზანში ჩატარდა და ხატისკაცმა 23 წლამდელთა შორის სუმოში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

“ოქროს მედლის მფლობელი ბადრი +115 კგ-ში გახდა, სადაც ქართული ფინალი შედგა და ხატისკაცმა ფინალში ამირან წიქორიძე დაამარცხა” , – აცხადებენ ფედერაციაში.

როგორც ცნობილია, სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი შიდა ქართლში არის გიგა გელაშვილი, ხოლო ნაკრების ტრენერი მერაბ პაიჭაძე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.