ახალი ამბები

პროფესიულ კურსებზე “ბიდისი აკადემიაში” რეგისტრაცია დაიწყო

საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისი“ აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო და სადიპლომო კურსებზე. აკადემიაში სწავლის დაწყება უგამოცდოდ, სწავლის საფასურის გადახდა კი ეტაპობრივად არის შესაძლებელი.

"ბიდისი აკადემია" ზრუნავს თითოეული მსმენელის დროზე, შესაბამისად, აქ სტუდენტებს მათზე მორგებული გრაფიკი აქვთ.  განათლების მიღება როგორც საქართველოში მცხოვრებ, ისე საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებსაც შეუძლიათ. 

“ბიდისი აკადემია” მსმენელებს სთავაზობს ონლაინ და აუდიტორულ მეცადინეობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ონლაინ სწავლებით, ბიდისი აკადემია ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები.

ამასთანავე, მიიღებიან არასრული განათლების მქონე მსმენელები და ნებისმიერი დაინტერესებული პირები.

პროფესიულ განვითარებაზე და განათლებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. "ბიდისი" კი მსმენელებს 35-მდე სასწავლო პროგრამას სთავაზობს: ფარმაცია, საექთნო საქმე, კონდიტერია, ბუღალტერია, მენეჯმენტი, კულინარია, კომპიუტერული პროგრამები, სასტუმროს მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, საბანკო საქმე, ჟურნალისტიკა, უცხო ენები და ა.შ. 

საჭირო თეორიული მასალის ათვისების შემდეგ, მსმენელები იწყებენ თეორიული მასალის პრაქტიკაში განხორციელებას. თეორიული და პრაქტიკული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ კი გადიან სტაჟირებას, წამყვან კომპანიებში.

“აკადემია 16 წელია, რაც ჩართულია საგანმანათლებლო მიმართულებით და უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული და დასაქმებული ყავს. იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი თანამშრომელი, “ბიდისი” ორიენტირებულია სერთიფიცირებული და პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაზე, შემდეგ კი მათი დასაქმების უზრუნველყოფაზე”, – ამბობს “ბიდისი” აკადემიის ხელმძღვანელი, ნათია შათირიშვილი.

საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებ გვერდზე: https://bdc-academy.ge/ , ასევე რეგიონის ფილიალებში:

  • თბილისი, დ. აღმაშენებლის #172
  • გორი, გარსევანიშვილის #3
  • ქუთაისი, 9 აპრილის #2
  • თელავი, აღმაშენებლის #14
  • ბათუმი, 26 მაისის #33
  • ზუგდიდი.bdc.academy@gmail.com

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო ზარით:

  • +995 593 25 25 08
  • +995 593 00 06 84

მასალა ქვეყნდება გავრცელების სერვისით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.