ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლიტერატურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება 



გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 30 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილია ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებებია, რომელიც “ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის” ორგანიზებით გაიმართება. 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია: 

  • თეატრალიზებული კოსტუმირებული პერფორმანსი “უკანასკნელი დედოფალი” (1801 წლის ანექსიის თემაზე);
  • საჯარო ლექცია – “ანექსია-ოკუპაცია- 9 აპრილი – მწერლობის რეფლექსია ისტორიაზე”; 
  • ლიტერატურული ინტერმედია “25 თებერვალი – 9 აპრილი ” – მსახიობების მონაწილეობით;
  • შეხვედრა მწერალთან- თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ. 

ღონისძიებები გაიმართება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში: 

  • 30 ივლისი, 18:00 საათი – ტირძნისი, სკოლის ეზო; 
  • 31 ივლისი, 18:00 საათი – ტყვიავი, მთავარი სკვერი;
  • 8 აგვისტო, 18 :00 საათი- კარალეთის დევნილთა დასახლება, მთავრი სკვერი. 

ღონისძიებები გაიმართება პროექტის “ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ” ფარგლებში. 

დატოვეთ კომენტარი