ახალი ამბები

გორში ერთ წელში ტუბერკულოზის 25 შემთხვევა გამოვლინდა



2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 1-ივლისის ჩათვლით, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ტუბერკულოზის 25 შემთხვევა გამოავლინა.

“დაფიქსირდა ტუბერკულოზის 25 შემთხვევა, მათ შორის 14 მგბ+ და 8 მგბ-, 3 ფილტვგარეშე. 22 შემთხვევაში ჩატარდა ეპიდკვლევა დროულად, გამოვლინდა კონტაქტები, სულ59 და მოხდა მათი რეფერალი ტუბ კაბინეტში აქტიურ/ლატენტურ ტუბერკულოზზე კვლევისთვის. კონტაქტებში ტუბის შემთხვევა არ დაფიქსირებულა” , – განმარტავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მათივე ცნობით, ცე ჰეპატიტი და შიდსი, გორის მუნიციპალიტეტში საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა.

დატოვეთ კომენტარი