ახალი ამბები

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაიტბორა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი უხვი ნალექის გამო დაიტბორა. აღნიშნული მიზეზით, რამდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალში მდებარე საგამოფენო სივრცეც.

“ძლიერი წვიმის გამო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გადაადგილება ხდება განსხვავებული მარშრუტით. რამოდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალში მდებარე საგამოფენო სივრცე” , – აღნიშნულ  ინფორმაციას მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.