ახალი ამბები

გორის 5 სოფელში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება

გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 117 855 ლარია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თითოეულ სოფელში მოეწყობა 10 სხვადასხვა ვარჯიშის შესასრულებლად საჭირო ტრენაჟორები, რომლებიც გადახურული იქნება ე.წ საჩრდილობელი ფანჩატურით.

“საჩრდილობელი ფანჩატური განკუთვნილია მობილური სპორტული ზონის შესაქმნელად წლის ნებისმიერი დროისათვის და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, სადაც განთავსებული იქნება ტრენაჟორები” , – ნათქვამია დოკუმენტაციაში.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ტენდერი ტრენაჟორების მოწყობას ითვალისწინებს შემდეგ სოფლებში: დიცი; ტირძნისი; ქვეში; შინდისი და ახრისი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.