ახალი ამბები

გორში „ვიქტორია” კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა

გორში, სასტუმრო “ვიქტორიაში” კორონავირუსით ინფიცირებულები განთავსდებიან.

ხელშეკრულება აღნიშნულ სასტუმროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაუფორმა.

31 ივლისიდან 31 აგვისტოს პერიოდში ტურიზმის ადმინისტრაცია სასტუმროს მომსახურებისთვის 51 200 ლარს უხდის. აღნიშნულ პერიოდში “ვიქტორიაში” კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები განთავსდებიან, რომელთაც ვირუსის მიმდინარეობის შედარებით მსუბუქი ფორმები აქვთ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, კოვიდსასტუმროები თანდათან დაემატება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.