ახალი ამბები

გორში, ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის პრობლემაზე იმსჯელებენ

10 აგვისტოს, 18:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ბავშვებთან დაკავშირებით სექსუალური ძალადობის პრობლემაზე იმსჯელებენ. ვებინარზე ფენომენის მახასიათებლებს, მსხვერპლი ბავშვისა და მოძალადის ფსიქოლოგიურ სურათს განიხილავენ.


ვებინარს გაუძღვება მარია კელერ-ჰემლა, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის სტრატეგიული მიმართულების და PR-ის ათწლიანი გამოცდილება. ის მუშაობს ბავშვთა დაცვის აღამსრულებელი და მხარდამჭერი კამპანიების ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე, დაინტერესებულია ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ძალადობის წინააღმდეგ თემატიკის მიმართულებით. მარია კელერ ჰემლა წარმოადგენს ორგანიზაცია Empowering Children Foundacion (პოლონეთი), რომელსაც აქვს 30 წლიანი გამოცდილება ბავშვთა სექსუალური ძალადობის მიმართულებით.


“ბავშვთა მიმართ ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველგან – როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებში, სოფლებსა და ქალაქებში, დიდ და პატარა ოჯახებში. ძალადობა ციკლურ ხასიათს ატარებს. ბავშვის მიმართ ძალადობის ციკლის დარღვევას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა თაობაში ამგვარი პრაქტიკის შესამცირებლად და ძალადობის მსხვერპლ მოზარდებში ქცევითი პრობლემების დასაძლევად. ვფიქრობთ, ამ საკითხზე ინფორმაცი გავუზიაროთ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა მშობლებს პედაგოგებს და ა.შ. რადგან მათ ზუსტად იცოდენ როგორ უნდა იმოქმედონ კონკრეტული შემთხვევების დროს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, – აცხადებენ პროექტის წარმომადგენლები.

შეხვედრის ორგანიზატორი მეგობრობის ხიდი “ქართლოსია”. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა 18:00 საათამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://syr.us/1s9

დატოვეთ კომენტარი