ახალი ამბები

გორში, კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის მუშებს ეძებენ

გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის ხელოსნებს ეძებენ. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ინფორმაციით, მუშას დღეში 40 ლარს უხდიან, ხელოსნები კი ანაზღაურებას გამომუშავებით, შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით დაქირავებულ პირთან შრომითი ურთიერთობის ვადაც მათ უნარებზე იქნება დამოკიდებული. დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ ნომერზე – 599 433 214.

“კონტრაქტი რომ დავუდო ადამიანს და საქმე ვერ გამიკითოს, ხომ ვერ იმუშავებს, ამიტომ ჯერ უნდა ვნახოთ, შევხვდეთ, გავესაუბროთ და მაგის მიხედვით დასაქმდებიან. პირველი ეტაპი ამ სამუშაოების სექტემბრის ბოლოს უნდა დავასრულოთ. უსაფრთხოების ნორმებს აკონტროლებს, როგორც მერიის შესაბამისი სამსახური, ისე ჩვენი უსაფრთხოება. ამ ეტაპზე 10-12 ადამიანს მივიღებთ, ვნახოთ შესაძლოა ცოტა მეტიც დაგვჭირდეს. ხელოსნები თუ იქნებიან მეტს ავიყვანთ. ასაკი არ არის შეზღუდული, მთავარია მუშაობა შეეძლოს ადამიანს საღამოს 6 საათამდე, დამატებით საათებზე + 5 ლარია ანაზღაურება”,-ამბობს ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი სახეჩიძე.

დატოვეთ კომენტარი