ანალიტიკა / გამოძიება

“ნაციონალური მოძრაობა” ვასილისა ჯაბახიძეს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში წარადგენს

“ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” წევრს, ვასილისა ჯაბახიძეს, “ნაციონალური მოძრაობა” გორის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში განიხილავს კანდიდატად. პარტიის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარის ბადრი ბასიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შედეგაც აღნიშნულის შესახებ განცხადებას ოფიციალურად გაავრცელებენ.

“ვფიქრობთ ქალაქის ერთ-ერთ ოლქში დავაყენოთ მაჟორიტარად, ამავდროულად აქვს მოწვევა ევროპიდან და თუ გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას უცხოეთში , კანდიდატი ვერ იქნება. ამ დეტალებს სექტემბრის დასაწყისში გადავწყვეტთ, რა უკეთისია მისთვის და ზოგადად გუნდისთვის. არის და რჩება ჩვენი გუნდის წევრი და თუ ცოდნას გაიღრმავებს 2 წელიწადში უფრო მეტი ენერგიით დაგვიბრუნდება და მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს გუნდს და ქვეყანას”,-უთხრა რადიო “მოზაიკას” ბადრი ბასიშვილმა.

ვასილისა ჯაბახიძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიის პირველი ნომერი იყო, ამჯერად კი ის ხუთეულშიც არ არის. მისი განმარტებით პარტიიდან აქვს შემოთავაზება ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქზე კენჭისყრის შესახებ, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს არჩევნებში მონაწილეობასტან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.

“ამ ეტაპზე ვფიქრობ, ქალაქის ერთ-ერთ ოლქში ვიყარო კენჭი და ვიბრძოლო გამარჯვებისთვის, რადგან ეს თვითმმართველობის არჩევნები არ ჰგავს 2017 წლის არჩევნებს. ის ახლა ჩვენი ქვეყნისთვის რეფერენდუმის ტოლფასია. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა კორუმპირებული ხელისუფლება ოლიგარქის მეთაურობით საქართველოს სათავეში. შესაამისად გუნდთან ერთად მივიღებ ძალიან მალე გადაწყვეტილებას. ქალაქის რომელ ოლქში ვიქნები მაჟორიტარი. ასევე ველოდები პასუხს უნივერსიტეტიდანაც სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე გავაცნობ ჩემს გადაწყვეტილებას საზოგადოებას”, – აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის გორში 12 მაჟორიტარული ოლქი იმუშავებს, აქედან 9 რაიონში და 3 კი ქალაქში. ერთი კვირის წინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა ინფორმაცია სიის პირველი ხუთეულის შესახებ. ბადრი ბასიშვილის განცხადებით, ყველა მათგანი პარალელურად მაჟორიტარულ ოლქებშიც იბრძოლებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.