ახალი ამბები

ბიზნესმენი ბორის გოგიჩაიშვილი  “ქართული ოცნებიდან”  მაჟორიტარობის კანდიდატია

ბიზნესმენი ბორის გოგიჩაიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია “ქართული ოცნებიდან”.  

ის თვითმმართველობის არჩევნებში ქვახვრელის, ბოშურის, ხიდისთავისა და ატენის ადმინისტრაციულ ერთეულის დეპუტატობისთვის იბრძოლებს. 

ბორის გოგიჩაიშვილი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია. მან თავისი კომპნიის სახელით, 2019 წელს “ქართულ ოცნებას”  100 000 ლარი შესწირა. 

გოგიჩაიშვილი კომპანიას შპს „საქართველოში“ ხელმძღვანელობს.  ეს ის კომპანიაა, სადაც 2011 წელს პროკურატურამ დარღვევები აღმოაჩინა. მისი დირექტორი ბორის გოგიჩაიშვილი კი სახელმწიფო სახსრების მითვისების და საგადასახდო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. დაკარგული ქონებისთვის ბრძოლა გოგიჩაიშვილმა 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაახლა.  

საუბარია “ახალბაღის” მიმდებარედ, ძველი ცირკის ტერიტორიაზე, რომლის დაბრუნებას გოგიჩაიშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა. ტერიტორია მას ეკონომიკის სამინისტრომ 2 წლის წინ გადასცა. გოგიჩაიშვილმა ამ ადგილას სასტუმროს აშენება დაანონსა.  

მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა ტერიტორია გაასხვისა და სასტუმროს სხვა კომპანია ააშენებს, თავად კი ერთ-ერთი მეწილე იქნება. 


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.