ახალი ამბები

ევროპის თასი და ბრინჯაოს მედალი – გორელი მოჭიდავის წარმატება

გორელი მოჭიდავე არჩილ მამულაშვილი კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ჩემპიონატი ლატვიის დედაქალაქ რიგგაში გაიმართა, სადაც მან ჯერ სლოვენიელი, შემდეგ კი, რუმინელი და რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

“ასპარეზობა, მამულაშვილმა, სლოვენიელი ანეი ჰრიბარის დამარცხებით დაიწყო, შემდეგ რუმინელ რარი არსენსაც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ფინალისაკენ გზა არჩილს რუსლან სომენკომ (რუსეთი) გადაუკეტა, რომელიც შემდეგ ამ წონაში გამარჯვებულიც გახდა, მამულაშვილმა კი ბრინჯაოს შანსი აღარ გაუშვა ხელიდან და მესამე ადგილისთვის ჭიდილი ალიზა შიხალიზადას მოუგო” , – ინფორმაციას სპორტის სააგენტო ავრცელებს.

მამულაშვილმა გასულ თვეში ჩეხეთში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის თასი მოიგო.იგი გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.