ახალი ამბები

გორის სოფელში 1 წლის ბავშვი არხში ჩავარდა – ის გამვლელმა ამოიყვანა



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში 1 წლის ბავშვი არხში ჩავარდა.

თანასოფლელების ინფორმაციით, ის არხიდან გამვლელმა ამოიყვანა.

ბავშვი გორის სამედიცინო ცენტრში “იავნანა” გადაიყვანეს. მას ამ დრომდე გამოკვლევები უტარდება.

როგორც ცნობილია, ოჯახი მის გადაყვანას თბილისში აპირებს.

დატოვეთ კომენტარი