ახალი ამბები

საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 677 970 ლარი დაიხარჯება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

საბავშვო ბაღის შენობა  50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია როგორც დაწესებულების აშენება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება. 

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 677 970 ლარი დაიხარჯება.

ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ დაქირავებულ კერძო სახლში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.

პროექტის მიხედვით, სამშენებლო და სარემონტო სამუშაობი სრულად 2022 წლის იანვარში დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები