ახალი ამბები

გორის მერიის თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა 

გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა, შმაგი ხუბულურმა თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა. ხუბულურმა აღნიშნული გადაწყვეტულების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. 

“უკვე თვალშისაცემია ის ქმედებები რასაც წინასაარჩევნოდ აკეთებს ხელისუფლება და ნათლად ჩანს თუ როგორ ემსგავსება აღნიშნული წინამორბედს”, – წერს შმაგი ხუბულური სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ის უერთდება იმ პოლიტიკურ ძალა, რომელსაც შესწევს ძალა ეფექტურად მართოს ქვეყანა. 

“ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან 9 წლის მანძილზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა მეკავა და უამრავი პროექტის და ღონისძიების ავტორი ვიყავით მე და ჩემი გუნდი, ძალიან მიჭირს იმ ადამიანების დატოვება, ვისთან ერთადაც უამრავი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. თუმცა მე გადავწყვიტე დავტოვო თანამდებობა იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა ჩემს სამსახურს ჩემს გამო რაიმე წინაღობა შეექმნას. მე ვუერთდები პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი მძიმე კრიზისულ პერიოდშიც ეფექტურად მართოს ქვეყანა, ვისაც შესწევს უნარი, დესტრუქციული პოლიტიკური სისტემა შეცვალოს უფრო პრაგმატული, განვითარებაზე და მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ მმართველობად. მე ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს საქართველოსთვის და მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას მომავლისთვის. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ოცნებაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მინდა მათ ვთხოვო, კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, არის კი ის ოცნება რასაც ოცნებობდით?! წარმატებებს გისურვებთ”, – წერს ხუბულური. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.