ახალი ამბები

ლადო ხინჩეგაშვილს მერობის კანდიდატად ოფიციალურად 3 სექტემბერს წარადგენენ

3 სექტემბერს “ქართული ოცნება” გორში მერობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენს. ლადო ხინჩეგაშვილთან ერთად მმართველი გუნდი პროპორციული სიის შემადგენლობასაც დაასახელებს. პარტიაში ჯერჯერობით ღონისძიების სხვა დეტალებს არ ახმაურებენ და აცხადებენ, რომ წინა დღეს მედიისთვის ყველაფერი დეტალურად იქნება ცნობილი.

გორის მერობის კანდიდატად ლადო ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 30 ივლისს სხვა მუნიციპალიტეტების კანდიდატებთან ერთად დაასახელა, რის შემდეგაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამომრჩეველთან პირისიპირ საუბრის პარალელურად, ხინჩეგაშვილი ეტაპობრივად მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.