ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის მერია ასაწყობ კოტეჯს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ასაწყობი შენობის (კოტეჯის) შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, კოტეჯი უნდა იყოს თბოიზოლაციით  და ყველა საჭირო კომუნიკაციით აღჭურვილი.  

შერჩეულმა კომპანიამ კოტეჯის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.