ახალი ამბები

გორში ტურიზმის სააგენტო სველი წერტილების მოწყობას ითხოვს

ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო მუნიციპალიტეტის მასშტაბით სველი წერტილების მოწყობას ითხოვს.

სააგენტოს ხელმძღვანელის რობერტ მაღლაკელიძეს თქმით, გორის მუნიციპალუიტეტში ტურისტების უკმაყოფილებას ყველაზე მეტად სველი წერტილების არარსებობა იწვევს.

“ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსაწესრიგებელია სველი წერტილები, ჩვენს სააგენტოს ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს ტურიზმის მომსახურების ხარისხის კვლევაზე, თავიდან იყო პრობლემა ქუჩების, უმრავლესობას არ ჰქონდა სახელები და ეს უცხოელ ვიზიტორს პრობლემას უქმნიდა, ახლა თითქმის 90% სახელი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ საზოგადოებრივი საპირფარეშოები ისევ აქილევსის ქუსლად რჩება. არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ალბათ ისევ მერიას უნდა ვთხოვოთ დახმარება და პრობლემის მოგვარება”, – ამბობს მაღლაკელიძე

ინფორმაციითვის 2021 წლის 01 იანვრიდან – 03 აგვისტომდე გორის მუნიციპალიტეტს 50 768 ვიზიტორი, მათ შორის – 37 304 უცხოელი ტურისტი ესტუმრა.ნახა 1-მამომწონსკომენტარის დატოვება

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.