ახალი ამბები

ლიახვის ხეობიდან დევნილი სტუდენტები ერთჯერადად სოციალურ დახმარებას მიიღებენ 

ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას. – ამის შესახებ ინფორმაციას ერედვის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

ერთჯერადი სოციალური დახმარება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებმაც სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს. 

  • 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი;
  •  70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი;
  • 50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.