ახალი ამბები

გორის მერია: წმინდაწყლის დასახლებაში სკვერი გაძარცვეს 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გასართობი და დასასვენებელი სივრცე უკვე მეორედ გაიძარცვა. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სკვერი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მოეწყო და სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. 

“სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, რაც ადგილზე მისულ პატარებს საქანელების ნაწილი აღარ დახვდათ. გორის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, ნუ დააზიანებთ და ნუ გაძარცვავთ იმას, რაც ყველას საკუთრებაა და განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ ჩვენი პატარების სივრცეებს. მომავალი თაობა იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს და ერთად უნდა ვიზრუნოთ მათი ცხოვრების გალამაზებაზე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.