ახალი ამბები

გორში სამ ქუჩაზე გარეგანათების ნათურები გამოიცვალა 

გორში წერეთლის, ანწუხელიძისა და გორგასლის ქუჩებზე გარე განათების ნათურები გამოიცვალა. 

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძველი ეკო ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 65 ცალი, 50 ვატიანი დიოდური სანათი დამონტაჟდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.