ახალი ამბები

“ყველგან ლადოა”- გახარიას გუნდს გორში ბილბორდების გამოყენებაზე უარი უთხრეს



პარტია “საქართველოსთვის” გორში სარეკლამო ბილბორდებით ვერ ისარგებლებს. ამის შესახებ რადიო “მოზიკას” პარტიის ადგილობრივი ლიდერი მამუკა ფანიაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ ცენტრალურმა ოფისმა თითქმის ყველა სარეკლამო კომპანიას მიმართა, ვინც გორში სარეკლამო ბანერების გათავსების ადგილებს ფლობს. ფანიაშვილის განცხადებით, დღეს ყველა ბილბორდი გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს უკავია.

“ჩვენი პარტიის სათაო ოფისი ეკონტაქტებოდა კომპანიებს, ვისაც ბილბორდები და ბანერები აქვს უარი გვითხრეს, იმ მიზეზით რომ ყველა დაკავებული იყო. ველოდებით მათგან ოფიციალურ პასუხს, მაგრამ ფაქტი უკვე სახეზეა რომ ყველაგან ლადოა. ალბათ ვერ ხვდება გვერდიგვერდ 4 ბილბორდი მის წინააღმდეგ უფრო მუშაობს, ვიდრე სასარგებლოდ”,– ამბობს მამუკა ფანიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი