ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტების საირიგაციო არეალებზე (ვარიანსა და შინდისში) საველე სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 5 950 მიწის ნაკვეთი. მიმდინარეობს მონაცემების სამართლებრივი დამუშავება, რის შემდეგაც დაიწყება მონაცემთა გასაჯაროების ერთთვიანი პროცესი.

პროექტის ფარგლებში ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო მომსახურება უფასოა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სრულიად უფასოდ ახორციელებს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებს სისტემური წესით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად არეგისტრირებს. დანარჩენ არეალებზე სისტემური რეგისტრაციის განხორციელების პროცესი დაგეგმვის ეტაპზეა და წლის ბოლოსთვის იქნება დაზუსტებული გრაფიკის გაცნობა შესაძლებელი.ნუ გადადებთ
თქვენი მონაწილეობა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში მნიშვნელოვანია,
“-განმარტავენ უწყებაში.

დატოვეთ კომენტარი