ახალი ამბები

გორში, ნეტ-ბუკს 1765 პირველკლასელი 15 სექტემბრამდე მიიღებს

2021-2022 სასწავლო წლისთვის გორის მუნიციპალიტეტში 1765 პირველკასელია რეგისტრირებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. მანამდე, როგორც გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, შესაბამისი რეგულაციების დაცვით კომპიუტერი თითოეულ პირველ კლასელზე გაიცემა და ონლაინ ფორმატში დასწრების კუთხით პრობლემა ამ მხრივ არ შეექმნებათ.

ბუკებს ველოდებით ყოველდღე. სამინისტროდანაც მოგვივდა წერილი, რომ კომპანიასთანაც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება. შეიძლება ხვალაც მოგვიტანონ. როგორც კი მივიღებთ გავცემთ სკოლებზე და ისინიც შემდეგ იმოქმედებნ რეგულაციების დაცვით, იმისთვის, რომ პირველკლასელებმა შეძლონ ონალინ გაკვეთილებზე ჩართვა,”-უთხრა რადიო “მოზაიკას” ნანა ტერმაკოზაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.