ახალი ამბები

გორელი ბიზნესმენი, რომელიც 2012-ში ენმ-ის შემომწირველი იყო, ახლა მმართველ პარტიას ურიცხავს თანხას

გორელმა ბიზნესმენმა მალხაზ ხვედელიძემ 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართულ ოცნებას” 2 000 ლარი გადაურიცხა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იგი შპს “ალდანუმას” დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. დარჩენილ 50%-ს ნუგზარ სვიანაძე ფლობს. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, როგორც მალხაზ ხვედელიძე, ასევე მისი კომპანიის მეწილე ნუგზარ სვიანაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველები იყვნენ.

ხვედელიძემ მაშინ პარტიას 5 997 ლარი, ხოლო სვიანაძემ 52 000 ლარი გადაურიცხა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.