ანალიტიკა / გამოძიება

ვინ დაიწყო პროექტები გორში – ყოფილი და ამჟამინდელი მაჟორიტარები საპირისპირო პასუხებით

გუბერნატორის მოადგილე და ყოფილი პარლამენტარი თენგიზ ხუბულური გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ყოფილი გუბერნატორი, იმ პროექტების განხორციელებას იბრალებს, რომლებიც მის თანამდებობაზე დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. უფრო მეტიც, თენგიზ ხუბულური აცხადებს, რომ გიორგი ხოჯევანიშვილმა, როგორც გუბერნატორმა, იმ პერიოდში სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა რიგ პროექტებზე, რის გამოც მათი დასრულება გაჭიანურდა. ერთ-ერთ ასეთად ხუბულური სპორტის სასახლეს ასახელებს.

“გიორგი ხოჯევანიშვილის გულგრილობის და უყურადღებობის გამო, დარბაზის გახსნის პროცესი გაჭიანურდა. სწორედ ამიტომ, ხოჯევანიშვილის მიერ, სპორტის სასახლის აშენების იდეის მითვისება ზნეობრივ და ადამიანურ მორალს ცდება. როდესაც სპორტის სასახლის მშენებლობა დაიწყო, ხოჯევანიშვილის ხსენებაც არ იყო. იდეის ინიციატორი ვიყავი მე. სპორტსმენებზე ვიყავი შეპირებული, რომ გორში, სპორტის სასახლე აშენდებოდა ჩემი დეპუტატობების პერიოდში და მადლობელი ვარ, რომ ამ დროისთვის მშენებლობა დასრულებულია,”-აცხადებს თენგიზ ხუბულური.


თენგის ხუბულურის გარდა ხოჯევანიშვილის ინტერვიუს შემდეგ კომენტარები “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებამაც გააკეთეს და მაჟორიტარი სიცრუეში დაადანაშაულეს. რაც შეეხება კონკრეტულად სპორტის სასახლის თემას, აღნიშნულ ინტერვიუში ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ გუბერნატორად დანიშვნისას დახვდა ამ ობიექტის დასრულებასთან დაკავშირებული პრობლემა. არსებული ხარვეზის გამოსწორება კი შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაციით როგორც თავად ამბობს, სწორედ მისი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. რატომ არ ფუნქციონრეიბს დღემდე ეს შენობა ხოჯევანიშვილისთვის უცნობია. ყოფილ თანაგუნდელებს კი ურჩევს, რომ მისი განცხადებები უფრო ყურადღებით მოისმინონ და შეფასებები მას შემდეგ გააკეთონ.

“გორის “ოცნების” მესვეურებს ვურჩევდი, ყურადღებით მოესმინათ ჩემი ინტერვიუ, ასე რომ მოქცეულიყვნენ, ნამდვილად გაიგებდნენ, რომ მე ვსაუბრობ გაყინულ პროექტებზე, რომელიც ჩემამდეც არსებობდა და უძრავად იყო, სწორედ ამ პროექტების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებაში მივიღე აქტიური მონაწილეობა. რაც შეეხება სპორტის სასახლეს, მე გარკვევით ვთქვი, რომ იყო აშენებული, იყო შესაბამისი სტანდარტების პარკეტის მოწყობის პრობლემა და ეს მოგვარდა ჩემი უშუალო ჩართულობით, თუმცა დასრულებული პროექტი, დღეს ისევ არ ფუნქციონირებს. ეს არის ფაქტი, რომელიც მოუწევთ აღიარონ და აბსურდულ ბრალდებებს, ჩემი მიმართულებით, თავი დაანებონ.”-აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ხოჯევანიშვილმა “ქართული ოცნება” 2021 წლის აპრილში დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალ გუნდს შეუერთდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.