ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიაა

გორის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიაა.

საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ეძებენ.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ სკოლების და საგნების ჩამონათვალს, რომლებშიც ვაკანსიებია გამოცხადებული:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიცია;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლა – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდა და სპორტი;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა – მუსიკა;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლა – ფიზიკური აღზრდა და სპორტი;

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლა – სპეციალური მასწავლებელი.

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.