ახალი ამბები

„საღამოს 7 საათის შემდეგ ფაქტობრივად გორი წყვეტს აქტიურ ცხოვრებას”

„საღამოს 7 საათის შემდეგ ფაქტობრივად გორი წყვეტს აქტიურ ცხოვრებას” , – აღნიშნულის შესახებ იმ კვლევის შედეგებში წერია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ მოამზადა.

“ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევების და უცხოელი ტურისტების ინტენსიური გამოკითხვების შედეგად გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ტურისტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართებით” , – აცხადებენ სააგენტოში.

აღნიშნული კვლევის და გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გორში ჩამოსული ტურისტების ნაწილი ერთ-ერთ პრობლემად ასახელებს იმას, რომ “არ გვაქვს ღამის ქალაქი”.

“არ გვაქვს ღამის ქალაქი, საღამოს 7 საათის შემდეგ ფაქტიურად ქალაქი წყვეტს აქტიურ ცხოვრებას, რაზეც უამრავმა ტურისტმა გამოთქვა გულისწყვეტა” , – წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, გორში შემოსული ტურისტების მხოლოდ 2% ათევს ღამეს, რაც სააგენტოს აზრით, გარკვეულწილად უარყოფითად მოქმედებს ზოგიერთი ტურისტული ობიექტის და ქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთი ტურისტი, სტალინის მუზეუმში ჩინურენოვან გიდს ითხოვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.