ახალი ამბები

გორის თეატრის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ერისთავის თეატრის ხელმძღვანელი გია წვერავა სამსახურიდან გაათავისუფლეს. წვერავა ამბობს, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

გია წვერავა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია “საქართველოსთვის” სიის წარმომადგენელია, მისი თქმით კულტურის სამინისტრომ სწორედ ამ მიზეზით აღარ დააკმაყოფილა მისი კანდიდატურა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

“კულტურის სამინისტრო ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევს სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს. სამხატვრო ხელმძღვანელების ვადამ წლის ბოლომდე გადაიწია, თუმცა რატომღაც სამინისტრომ  დირექტორების წარდგენა თავიდან მოითხოვა, ახალ წლამდე. ჩვენმა სამხატვრო ხელმძღვანელმა წარმადგინა, რომ თავიდან მომხდარიყო ჩემი დანიშნვა, მაგრამ სრულიად აბსურდული მიზეზის გამო ჩემი კანდიდატურა არ დაამტკიცა კულტურის სამინისტრომ. ჩემ პოზიციაზე ყოფნა კანონმდებლობით ხელს არ მიშლიდა მიმეღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებზე, ის მოტივი, რომ პროპორციული სიის წევრი ვიყავი, არ უშლის ხელს ვყოფილიყავი თეატრის დირექტორი, იქამდე სანამ საკრებულოში რაიმე თანამდებობას არ მივიღებდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს სამსახურიდან” – ამბობს გია წვერავა

წვერავას თქმით გიორგი ერისთავის თეატრს ამ დრომდე დირექტორი არ ჰყავს, როგორს ის ამბობს, მისი დანიშვნა კულტურის სამინისტროს მიერ მოხდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.