ახალი ამბები

ვიქტორ ქარქიშვილმა უკრაინაში გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა

გორელმა ვიქტორ ქარქიშვილმა უკრაიანში გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და 100 კაციან შემადგენლობაში მე-3 ადგილი აიღო. მისი თქმით, განსხვავებულ სფეროში გამართულ შეჯიბრებაში საკუთარი შესაძლებლობები პირველად გამოსცადა და წარმატებაც მოიპოვა. მირებული ჯილდო მისთვის სტიმულისა დ მოტივაციის ამაღლების საფუძველი აღმმოჩნდა.

“სპორტული ღონისძიება იყო უკრაინაში ქალაქ ზატოკაში და მივიღე მე მონაწილეობა სლალომში და კალათბურთში. კალთბურთში წავაგე და სლალომში 100 კაციდან 10-ულში გავედი და მე- 3 ადგილი ავიღე. ეს არის ჩემი პირველი წარმატება სხვა სფეროში. უკრაინაში ძალიან კარგი დღეები და კარგი გამოწვევა მქონდა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ყოველთვის ყველგან, ყველა სფეროში ვეცდები არ დავზოგო თავი, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა და ქალაქი ვასახელო. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ”, – აღნიშნა ვიქტორ ქარქიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი