ახალი ამბები

მერი: კომბინატი-წმინდაწყლის ხიდისა და გორიჯვრის საბაგიროს მოწყობა ვერ მოვასწარი

გორის მერის უფლებმოსილების ვადის ამოწურვამდე თვეზე ნაკლები რჩება. კონსტანტინე თვაზარაშვილი განხორციელებულ სამუშაოებს აჯამებს და აცხადებს, რომ თითქმის ყველა დაპირება შეასრულა, თუმცა არსებობს პროექტები, რომელთა განხორციელებაც კონსტანტინე თავარაშვილმა ვერ შეძლო, საჭირო თანხების უქონლობის გამო. მათ შორისაა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა და “ახალბაღის” ტერიტორიიდან “გორიჯვრის” სალოცავამდე საბაგირო გზის მოწყობა.

არსებობს ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელებაც ჩემი მერობის პერიოდში მინდოდა. მაგალითად მდინარე ლიახვზე ხიდის მშენებლობა, რომელიც ერთმანეთთან 2 დასახლებას, კომბინატსა და წმინდაწყალს დააკავშირებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც სტრატეგიულად, ისე მოსახლეობისთვისაც. ასევე სურვილი მქონდა, რომ “ახალბაღის” ტერიტორიაზე გამეკეთებინა საბაგირო გზა, რომელიც დაუკავშირდებოდა “გორიჯვრის” სალოცავს. დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ამის მშენებლობა, ვცდილობდით შესაბამისი სახსრების მოძიებას, მაგრამ წელს ეს ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტები მომავალში აუცილებლად განხორციელდება”, – აღნიშნა გორის მერმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.