ახალი ამბები

გორის მერიაში 3 ვაკანტური ადგილია – ღია კონკურსი მხოლოდ ერთზეა გამოცხადებული

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე 3 ვაკანტური ადგილის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, აქედან ორ პოზიციაზე დახურული კონკურსია, ერთზე კი, ღია.

ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე უწყებამ ღია კონკურსი გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ განაცხადის შეტანა ვაკანსიაზე შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინც ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

აღნიშნულ პოზიციაზე, სადაც თანამდებობრივი სარგო 900 ლარია,  მერია ითხოვს უმაღლეს განათლებას და 2-წლიან სამუშაო გამოცდილებას.

რაც შეეხება, დანარჩენ 2 ვაკანტურ ადგილს, აღნიშნულ პოზიციებზე მერია თანამშრომელს შიდა კონკურსის წესით შეარჩევს, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მერიაში დასაქმებულ პირს.

” შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს” , – განმარტავს საჯარო სამსახურის ბიურო.

მერიამ შიდა კონკურსი გამოაცხადა შემდეგ პოზიციებზე: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

დატოვეთ კომენტარი