ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის 13 ბანერისთვის „ქართული ოცნება” 76 467 ლარს ხარჯავს

„ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სარეკლამო ბანერებისთვის 76 467 ლარს ხარჯავს.

ამის შესახებ პარტიამ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინა. ანგარიში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აუდიტს წარუდგინა 2 აგვისტოდან 22 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

აღნიშნულ პერიოდში, პარტიამ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის 13 ბანერის განთავსებისთვის 76 467 ლარი გადაიხადა.  “ქართულმა ოცნებამ” თანხა შპს “ალმას” გადაურიცხა.

18 კვ.მ სიდიდის ბანერის განთავსებისთვის პარტია 2 390 ლარს იხდის, ხოლო 36 კვადრატულისთვის 4 779 ლარს.

ხელშეკრულების მიხედვით, ბანერები მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იქნება გორის ქუჩებში განთავსებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.