ახალი ამბები

გორის სპორტულმა სკოლებმა სასწავლო პროცესი განაახლეს



გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითრებისა და ხელშეწყობის სააგენტოში შემავალ ყველა სასპორტო სკოლაში ახალი სპორტული სეზონი დაიწყო.

13 სექტემბრიდან სწავლა 6 სპორტულ სკოლაში განახლდა.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ იმ სკოლების ჩამონათვალს, რომლებმაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განაახლეს:

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა – ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, სამბო, ქართული ჭიდაობა, ტანვარჯიში, მკლავჭიდი, რაგბი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ძალოსნობა, მძლეოსნობა, ჩოგბურთი, ჭადრაკი, კარატე, კიკბოქსინგი, ტაეკვანდო;

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა – ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა;

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლა – კრივი;

ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა – თავისუფალი ჭიდაობა;

ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლა – კრივი;

ექსტრემალური სპორტის განყოფილება – ალპინიზმი.

სავარჯიშო პროცესი დარბაზებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყველა რეგულაციის დაცვით განახლდება. გორის სპორტულ სკოლებში, სპორტის 20-მდე სახეობა ისწავლება.

დატოვეთ კომენტარი